მადაგასკარის კუნძულზე ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაობაბი, წმინდა ციტაკაკანცას ხე, ლპობა იწყებს. ხის მახლობლად ლპობის სუნი იგრძნობა და მას დიდი ბზარები გაუჩნდა, იუწყება The New York Times.
ბაობაბის ფრანგი ექსპერტი სირილ კორნუ იუწყება, რომ შემოდგომაზე ხის მახლობლად ლპობის სუნი იგრძნობოდა, ხოლო მისი ძირიდან მუქი სითხე გამოდიოდა.
მეცნიერებისა და ადგილობრივი მომვლელების თქმით, ბაობაბი, რომელიც 1000-დან 1500 წლამდე ასაკისაა, სავარაუდოდ, ლპობის ბოლო ეტაპზეა. დროთა განმავლობაში ხე დაიშლება, რასაც შესაძლოა თვეები დასჭირდეს.