ტურისტული შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზრები ტურისტული ნაკადებით მე-4 ადგილს იკავებს, - ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაში წერია, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი კვარტალის მონაცემებს მიმოიხილავს.
მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს.
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული შემოსავლები პირველ კვარტალში 36%-ით 141 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ მოდის რუსეთი 124 მლნ დოლარით (კლება 12%), ხოლო მესამე ადგილზეა 120 მლნ დოლარით თურქეთი (ზრდა 12%).
