Boeing Co.–მ წარმატებით დაასრულა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (Federal Aviation Administration, FAA) მიერ ჩატარებული შემოწმება და და გეგმავს 737 MAX თვითმფრინავების წარმოების გაზრდას თვეში 42-დან 47 ერთეულამდე, – იუწყება Bloomberg.
„ჩვენ ვზრდით რეისების რაოდენობას და მომდევნო რამდენიმე თვეში 47 ერთეულამდე უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კელი ორტბერგმა ოთხშაბათს, Bernstein-ის კონფერენციაზე.
ამჟამად Boeing ყოველთვიურად 42 ასეთ თვითმფრინავს აწარმოებს.