გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ჯგუფი გეგმავს, 2026 წლის დასაწყისიდან მართვის სტრუქტურის რეორგანიზაციას, რათა გააძლიეროს ცენტრალიზებული კონტროლი ჯგუფის ყველა ავიაკომპანიაზე.
გეგმის თანახმად, Lufthansa Airlines, Swiss, Brussels Airlines და Austrian Airlines გადასცემენ ჰოლდინგურ კომპანიას პასუხისმგებლობას შეთავაზებებზე, მარშრუტების ქსელზე, გაყიდვებსა და ლოიალობის პროგრამებზე. ცალკეული ავიაკომპანიები შეინარჩუნებენ პასუხისმგებლობას ბორტზე მგზავრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, მაგალითად, კვებაზე.
გამოცხადებული მიზანი ორმხრივია: ჯგუფის პრემიუმ-ავიაკომპანიების მგზავრების კმაყოფილების გაზრდა და ამავდროულად მომგებიანობის ამაღლება. ჯგუფის წარმომადგენელმა “Handelsblatt”-ს დაუდასტურა, რომ „მთელი ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს ეფექტურობის, მომგებიანობისა და კლიენტებისათვის ღირებულების ასამაღლებლად“, დეტალებში ჩაღრმავების გარეშე.
მართვის ახალი სტრუქტურა ითვალისწინებს ოთხი ფუნქციური საბჭოს შექმნას, რომლებიც აკონტროლებენ აეროპორტების ოპერაციებს, ტექნოლოგიებს, პერსონალსა და ფინანსებს. თითოეულ საბჭოს უხელმძღვანელებს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორის მხარდაჭერით. რეორგანიზაციის შედეგების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საბჭოს ქვემდგომი ხელმძღვანელი პოზიციებისთვის სექტემბერში იქნება მიღებული.