აშშ-ის კონგრესმენმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, რენდი ფაინმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ის ღაზის სექტორის ბირთვული იარაღით დაბომბვას ემხრობა.
„სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერორისტების მხარდამჭერ მუსულმანებთან კონფლიქტის დასრულებაზე, ტოტალურ დანებებაზე უნდა მიმდინარეობდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენ ნაცისტებთან, იაპონელებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით. ჩვენ ორჯერ დავბომბეთ იაპონია ბირთვული იარაღით იმისათვის, რათა ისინი უპირობოდ დანებებულიყვნენ. იმავეს გაკეთებაა საჭირო აქ“, - თქვა კონგრესმენმა.
წყარო: imedinews.ge