ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის ნაკრებშია – რჩეული თერთმეტეული ორგანიზაციის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 რომ დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გერმანულ გრანდთან დუბლი შეასრულა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.