ამერიკული საინვესტიციო ბანკი, Morgan Stanley პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გლობალური ვალი გაორმაგდება და 570 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 

ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია ძლიერ ფულად ნაკადებზე არიან დამოკიდებული, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ვალის დაფინანსებას, რადგან ინვესტიციების საჭიროება იზრდება.

Morgan Stanley–ი“ შეფასებით, 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ვალის გლობალური მოცულობა თითქმის 236 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

ვრცლად Reuters – ზე