ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ივნისის სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა, სამივე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
მარეგულირებლის განცხადების თანახმად, დეპოზიტების განაკვეთი ამჟამად წლიური 2.25%-ია, ძირითადი რეფინანსირების ოპერაციების განაკვეთი - 2.4%, ხოლო მარჟის სესხის განაკვეთი - 2.65%.
გადაწყვეტილება ანალიტიკოსებისა და ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს დაემთხვა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაზარდა.
„ახლო აღმოსავლეთში ომი ინფლაციურ ზეწოლას ქმნის და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება იდეალურად ჯდება სხვადასხვა სცენარში, თუ როგორ განვითარდება ეს შოკი და როგორ იმოქმედებს ის ევროზონის საშუალოვადიან პერსპექტივაზე“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.