UFC-ის დაუმარცხებელი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელ X-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ჯერ თოფურიას არ შეხვდება.
„ხაბიბმა იცის, რომ ისლამ მახაჩევის ქამარს მე დავეუფლები, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც არ უნდა, რომ მან ჩემთან იბრძოლოს“, – დაწერა თოფურიამ.
ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ მახაჩევის კარიერის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი და მან სიფრთხილით უნდა შეარჩიოს მოწინააღმდეგეები. ისეთ სპორტსმენებს უნდა შეხვდეს, რომელთაც მსუბუქ დივიზიონში ბევრი რამ აქვთ დამკიტცებული.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ქვემსუბუქი დივიზიონი (65კგ) დატოვა და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70კგ) გადაწყვიტა. მან ბევრ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დივიზიონის ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ქამრისთვის ბრძოლა სურს.