პოპულარული იტალიური ტურისტული ადგილები - კაპრი და ფლორენცია - ტურისტებისთვის ახალ შეზღუდვებს აწესებენ. ეს ზომები მიზნად ისახავს პოპულარულ ადგილებზე ზეწოლის შემცირებას; მსგავსი ზომები უკვე მოქმედებს რომში, ვენეციაში, ლიგურიის რეგიონის სოფლებსა და დოლომიტების ძირში მდებარე ტერიტორიებზე.

2026 წლის ზაფხულიდან კაპრიში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები 40 ადამიანამდე შეიზღუდება. დიდ ჯგუფებს აეკრძალებათ ხმის გამაძლიერებლების გამოყენება, ხოლო ტურები ყურსასმენებით ჩატარდება.

ფლორენციამ გაამკაცრა რეგულაციები თავისი ისტორიული ცენტრისთვის: კაფეებსა და რესტორნებში ზაფხულის ტერასები ათობით ქუჩაზე აიკრძალება. ხელისუფლება ასევე გაამკაცრებს კონტროლს დაწესებულებების იერსახეზე, განსაკუთრებით რეკლამასა და აბრაზე. დარღვევებისთვის ჯარიმები დაწესდება.

ვრცლად 34travel.me – ზე