ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 8 მაისს თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.

„საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს.