იტალიაში, ქალაქი ვარეზე 6 ათას ევროს სთავაზობს მათ, ვინც იქ მუდმივ საცხოვრებლად გადავა და სამსახურს იშოვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
თანხის გადახდა სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. პირობა ვარეზეს პროვინციაში ოფიციალური დასაქმებაა. მერია იმედოვნებს, რომ ფინანსური მხარდაჭერა კვალიფიციურ სპეციალისტებს მოიზიდავს.
პერსონალის პრობლემა აქ სერიოზულია: ბევრი ადამიანი მიდის ისეთ ადგილებში, სადაც ხელფასები უფრო მაღალია, მაგალითად, შვეიცარიაში, გერმანიაში ან მილანში.