2 მაისს, უკრაინულმა უპილოტო საზღვაო აპარატმა რუსეთის SU-30 ტიპის გამანადგურებელი ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს ჩამოაგდო.
საზღვაო დრონი აღჭურვილი იყო R-73-ის ტიპის საჰაერო რაკეტებით.
"ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი საზღვაო დრონით იქნა განადგურებული" - წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოგდებული SU-30-ის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონს შეადგენს.
შარშან, უკრაინულმა ძალებმა იმავე R-73 საჰაერო რაკეტებით შეიარაღებული საზღვაო დრონებით ორი რუსული Mi-8-ს ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.
წყარო: tabula.ge