ისრაელმა შესაძლოა შენგენის ზონაზე უვიზოდ წვდომა დაკარგოს, ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირმა შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა ჩაატარა.

ამიერიდან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძვლებად ადამიანის უფლებების დარღვევა ითვლება, რაც ღაზაში ომის ფონზე ისრაელისთვის რისკებს ქმნის.