ევროზონაში სამომხმარებლო ფასები მაისში წინა წელთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საბოლოო მონაცემებია წარმოდგენილი.

ამგვარად, ინფლაცია შემცირდა აპრილის 2.2%-თან შედარებით.

შედეგი დაემთხვა Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების წინასწარ შეფასებას და კონსენსუსის პროგნოზს.

წყარო: interfax