ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი გაიზარდა.

ამ დროისთვის უნცია ოქროს ფასი 3 420 დოლარს აღწევს, რაც ერთ დღეში 1.7%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მნიშვნელოვან ზრდასთან.