მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გლობალური გენდერული უთანასწორობა 68.8%-მდე შემცირდა, რაც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია, წერს Euronews.
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი ტემპით, მსოფლიოს სრული გენდერული თანასწორობის მიღწევას 123 წელი დასჭირდება.
ამრიგად, ანგარიშში, რომელიც 148 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, ნათქვამია, რომ ლიდერულ პოზიციებზე დაქირავებული ქალების რაოდენობა ზედიზედ მესამე წელია შენელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები გლობალური სამუშაო ძალის 41.2%-ს შეადგენენ, მათგან მხოლოდ 28.8% აღწევს ლიდერულ პოზიციებს.
ისლანდია ზედიზედ მე-16 წელია მსოფლიოში ყველაზე გენდერულად თანასწორ ეკონომიკად ითვლება. ქვეყანამ გენდერული უთანასწორობის 92.6%-იანი შემცირება შეძლო. მას მოსდევს ფინეთი (87.9%), ნორვეგია (86.3%), გაერთიანებული სამეფო (83.8%) და ახალი ზელანდია (82.7%).