ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირის განცხადებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირს შეუერთდეს.
გუნარსდოთირის თქმით, თუ ყველაზე რთულ საკითხებს – მეთევზეობას, სოფლის მეურნეობას, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის სისტემას მოლაპარაკებების დასაწყისშივე გაუმკლავდებიან, 2028 წლამდე გაწევრიანება რეალური იქნება.
„ამას თუ გავაკეთებთ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრები ვიქნებით“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისლანდია ევროპასა და ამერიკას შორის „ერთგვარი კავშირია“, თუმცა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ის მიერ ისლანდიისთვის დაწესებული სატარიფო ზომების გამო.