აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

დეპარტამენტმა გასცა ნებართვა, რომელიც ვენესუელის სახელმწიფო კომპანიას, PDVSA-ს საშუალებას აძლევს, ნავთობი პირდაპირ გაყიდოს ამერიკულ კომპანიებზე და მსოფლიო ბაზრებზე.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ლიცენზია მიზნად ისახავს ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ორივე ქვეყნისთვის სარგებელს.

ლიცენზია სანქციებს მთლიანად არ აუქმებს, ის 2025 წლის 29 იანვრამდე არსებულ კომპანიებს უფლებას აძლევს, შეიძინონ ნავთობი და განახორციელონ ოპერაციები.

 წყარო: პირველი არხი