აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა.

„გასულ კვირას ირანზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი საპასუხო ქმედება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდებ“, –  განაცხადა იეტენმა ჰააგაში ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ნიდერლანდების მთავრობას ესმის ირანზე განხორციელებული დარტყმების, რომელიც საკუთარი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის დიდი ხანია, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო სამართლის დაცვა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიება, „რაც არ უნდა რთული იყოს“.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზანი.

„მთავარი კითხვაა, როდის ჩაითვლება თავდასხმები წარმატებულად?“, – განაცხადა იეტენმა.

1tv.ge