12 დეკემბერს ირანის ხელისუფლებამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი პარასკევს დააკავა. ინფორმაციას მისი ფონდი მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარიზში დაფუძნებულმა ფონდმა განაცხადა, რომ მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა "ძალადობრივად დააკავეს" ხოსრო ალიკორდის, იურისტის, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს, ხსოვნის ცერემონიაზე. მოჰამადი ირანის მეორე უდიდეს ქალაქ მეშჰედი დააკავეს.

ირანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, მოჰამადი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2023 წელს გახდა.

12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მოჰამადის და სხვა აქტივისტების "სასტიკი დაკავება" დაგმო და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

მოჰამადიმ ბოლო ორი ათეული წლის უმეტესი ნაწილი თეირანის ევინის ციხეში გაატარა, რომელიც რეჟიმის კრიტიკოსების დაპატიმრებითაა ცნობილი.

2024 წლის დეკემბერში ირანის ხელისუფლებამ მას ოპერაციის შემდეგ გამოსაჯანმრთელებლად სასჯელი სამი კვირით შეუჩერა და გაათავისუფლა. მანამდე, მას მას ფეხის ქვედა ნაწილში ძვლის ნაწილი ამოუღეს, სადაც ექიმებმა სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს.

მოჰამადი მალევე უნდა დაბრუნებულიყო ციხეში, თუმცა ის დაკავებამდე გარეთ რჩებოდა. მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისა და პროპაგანდის გავრცელების ბრალდებებით რამდენიმე განაჩენი, ჯამში 31 წლის ვადით, აქვს მისჯილი.

tabula.ge