სიმართლე რომ ვთქვათ, საშობაო რეკლამებს საკმაოდ მკაცრი კრიტიკოსებიც ჰყავს. უფრო მეტად რაღაც ჯადოსნურს ელიან და სულაც არ სურთ ამ ყველაფრის მიღმა არსებულ ქაოსზე საუბარი, ამიტომ დიდად არც ექსპერიმენტებს წყალობენ. თუმცა შემოქმედებით ადამიანებს ეს არ აშინებთ და ამის პასუხია მაკდონალდსის AI კამპანიაც. 

ჩანაფიქრი დეკემბრის წარმოჩენა იყო, როგორც წლის ყველაზე საშინელი პერიოდის, გაზვიადებული სცენებით, რომლებშიც სადღესასწაულო ქაოსია ასახული, გრძელი რიგებით მაღაზიებში და საჩუქრების გადაცემის, ასევე, გაზვიადებული რიტუალებით. ამგვარად, მიზანი შობის ნაკლებად გლამურულ ნაწილზე დაცინვა გახლდათ, ყოველდღიური იმედგაცრუებების სიურრეალისტური, AI ვიზუალებით. 

ირონია კი იგრძნობა, მაგრამ მათ იუმორს ბევრმა ადამიანმა ვერაფერი გაუგო. ვერც AI კამპანია მოიწონეს, რადგან ტექნოლოგია შეუსაბამოდ ჩათვალეს სადღესასწაულო ემოციებისა თუ კავშირების გადასაცემად… როგორც მინიმუმ, გრინჩების თვალით დანახული შობაა აქ ნაჩვენები, ახლა კი თავად შეაფასეთ, ღირდა თუ არა ასე გარისკვა:

 

კამპანიაზე TBWA\NEBOKO-ს სააგენტომ იმუშავა.

www.marketer.ge