ირანმა შეგვატყობინა აშშ-ს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების შემქმნელი ყალბი მედია საწინააღმდეგოს ავრცელებს, ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის ირანი არ ითხოვს და არ იღებს გადასახადებს, სადაზღვევო ხარჯებს და რაიმე სხვა სახის გადასახადს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social -ზე წერს.

„თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება!“- აცხადებს ტრამპი.

მისი მტკიცებით, აშშ-ს ირანისთვის არანაირი თანხა არ გადაუცია.

„აშშ-ს ირანისთვის არანაირი ფული არ მიუცია და არც ირანის კუთვნილი თანხები გაუთავისუფლებია.

ჩვენ გავათავისუფლებთ მათი თანხების ნაწილს, რომელიც მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა, რათა გამოვიყენოთ ჩვენი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან სიმინდის, ხორბლის, სოიოსა და სხვა პროდუქტების შესაძენად. ირანში საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტია და მათთვის საჭირო სურსათს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შევიძენთ“, - წერს ტრამპი.

www.interpressnews.ge