ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ცოცხალია, - ამის შესახებ პოლიტიკოსის ახლო მრჩეველმა Anadolu Agency-ს განუცხადა.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ის ირანის ხელმძღვანელობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების შედეგად დაიღუპა, ყოფილი პრეზიდენტი ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს.
„მე მასთან კონტაქტზე ვარ. ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა წყარომ ანონიმურობის პირობით.
მრჩევლის თქმით, დარტყმის შედეგად აჰმადინეჟადის სამი მცველი, რევოლუციური გვარდიის წევრები, დაიღუპნენ. ყოფილი პრეზიდენტის კერძო რეზიდენცია, რომელიც სამიზნედან 100 მეტრში მდებარეობს, დაუზიანებელია.