ირანიდან ნავთობის ექსპორტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიაღწია უმაღლეს დონეს 2018 წლის ივლის-სექტემბრის შემდეგ, 1,56 მილიონი ბარელი დღეში, წერს Financial Times ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

Kpler-ის თანახმად, რომელიც აკონტროლებს ტანკერების მოძრაობას მთელ მსოფლიოში, ირანის 2024 წლის თითქმის ყველა ტვირთი ჩინეთში გავიდა.

ირანი ჩინეთის მთლიანი ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეათედს შეადგენს და თეირანის წინააღმდეგ აგრესიულმა სანქციებმა შეიძლება დესტაბილიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ ნავთობის ბაზარზე, არამედ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებზეც, აღნიშნავს Financial Times.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim 17 აპრილს იტყობინებოდა, რომ ქვეყნის ნავთობის მუშაკებმა იპოვეს სანქციების გვერდის ავლის გზები და ზოგადად დაცულნი იყვნენ დასავლეთის ზეწოლისგან, რადგან მათი მთავარი კლიენტი ჩინეთია.

2023 წელს ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული გემების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით, 253-მდე გაიზარდა, ხოლო სუპერტანკერების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ 2 მილიონ ბარელამდე ტრანსპორტირება, 2021 წლიდან დღემდე გაორმაგდა.

ირანის ნავთობის მინისტრმა მარტში განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკაში.