აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაჭრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ის ინდოეთში ვიზიტს გეგმავს. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა.

„ყველაფერი კარგად მიდის. მან შეწყვიტა, ძირითადად შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ვისაუბრეთ და მას სურს, რომ იქ ჩავიდე, ამას გავარკვევთ. მე წავალ. მე იქ შესანიშნავი მოგზაურობა მქონდა პრემიერ-მინისტრ მოდისთან ერთად, ის შესანიშნავი ადამიანია და მე იქ ჩავალ“, – განაცხადა ტრამპმა.