ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარებაზე დახარჯული თანხები 2025 წელს 14%-ით გაიზრდება და 4.25 ტრილიონ დოლარს შეადგენს, – პროგნოზირებს ანალიტიკური ორგანიზაცია International Data Corporation (IDC).
ეს ზრდა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 1996 წლიდან, როდესაც IT ხარჯების დინამიკა განისაზღვრა Windows 95 ოპერაციული სისტემის გამოშვებით, პერსონალური კომპიუტერების გამოყენების გაფართოებით და ინტერნეტით, – აღნიშნავს IDC.
დღეს ის განისაზღვრება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით და AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული კოლოსალური ინვესტიციებით.
„ხელოვნური ინტელექტი 2025 წელს IT ბაზრის მთავარი თემა გახდა, თუმცა ხელოვნურ ინტელექტში რეალური ინვესტიციების უმეტესობა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული“ – ამბობს IDC-ის ვიცე-პრეზიდენტი სტივენ მინტონი.
მისი თქმით, ასეთ ინვესტიციებს მხარდაჭერას უწევს კომპანიების ხარჯები საბაზო IT პროდუქტებზე და მომსახურებაზე, რაც ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებისთვის შემოსავლის ძირითადი ნაწილის მომტანია.
IDC-ის შეფასებით, მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პროვაიდერების ხარჯები წელს 86%-ით გაიზრდება, დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე.
IDC პროგნოზირებს, რომ IT ხარჯები 2026 წელს 10%-ით გაიზრდება.