იაპონიურმა სტარტაპმა JPYC მსოფლიოში პირველი იენზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა.

reuters-ის ცნობით, სტეიბლკოინები სრულად კონვერტირებადია იენში და უზრუნველყოფილია ადგილობრივი დანაზოგებითა და სახელმწიფო ობლიგაციებით.

კომპანია მომდევნო სამ წელიწადში 10 ტრილიონი იენის მოცულობის JPYC-ის გამოშვებას  გეგმავს, საზღვვარგარეთ გამოყენების წასახალისებლად კი პირველ ეტაპზე ტრანზაქციები საკომისიოს გადახდის გარეშე მოხდება.