საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებს  შორის კვლავ ლუქსემბურგი, ირლანდია და შვეიცარია იქნებიან მოწინავე პოზიციებზე.

კერძოდ კი, IMF-ის პროგნოზით, მომავალ წელს ლუქსემბურგში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $154,115-ს მიაღწევს, ირლანდიაში – $135,247-ს, ხოლო შვეიცარიაში – $118,173-ს. ეს ქვეყნები დიდი საგარეო კაპიტალის შედინებით სარგებლობენ, რაც მათ ეკონომიკას მოსახლეობის ზომასთან შედარებით მნიშვნელოვნად აძლიერებს.

საინტერესოა, რომ ტოპ-20-ის პოზიციების ნახევარს ევროპული ქვეყნები იკავებენ, რაც რეგიონში ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებელია.

მეორე მხრივ, 17 აფრიკული ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ტოპ-20 უღარიბეს სახელმწიფოს შორისაა.

ტოპ-20 ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით – IMF-ის პროგნოზი 2026 წლისთვის: 

რანგი ქვეყანა რეგიონი ერთ მოსახლეზე მშპ
1 ლუქსემბურგი ევროპა $154,115
2 ირლანდია ევროპა $135,247
3 შვეიცარია ევროპა $118,173
4 ისლანდია ევროპა $108,591
5 სინგაპური აზია $99,042
6 ნორვეგია ევროპა $96,580
7 აშშ ჩრდილოეთი ამერიკა $92,883
8 დანია ევროპა $82,706
9 ნიდერლანდები ევროპა $77,881
10 მაკაო აზია $77,443
11 კატარი ახლო აღმოსავლეთი $76,534
12 სან-მარინო ევროპა $69,493
13 ავსტრალია ოკეანია $69,358
14 შვედეთი ევროპა $66,124
15 ავსტრია ევროპა $65,640
16 ისრაელი ახლო აღმოსავლეთი $64,275
17 ბელგია ევროპა $63,896
18 გერმანია ევროპა $63,600
19 გაერთ. სამეფო ევროპა $60,011
20 ფინეთი ევროპა $59,750
მსოფლიო $15,280

forbes.ge