კაკაოს ფიუჩერსები ორშაბათს მკვეთრად დაეცა დასავლეთ აფრიკაში კარგი მოსავლის პროგნოზების გამო, რამაც შეიძლება გლობალურ ბაზარზე ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს.

ნიუ-იორკში კაკაოს მარცვლების ყველაზე აქტიური ფიუჩერსული კონტრაქტი სესიის განმავლობაში 3.2%-ით, ტონაზე 6,116 დოლარამდე დაეცა. ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ, ერთი ტონა კაკაოს მარცვლები 12,000 დოლარზე მეტი ღირდა.

„კოტ-დ’ივუარის მოსავალი ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება“, - დაწერა Friedberg Mercantile Group-ის წარმომადგენელი შოლომ სანიკი. „ამ ეტაპზე, ქვეყნის მოსავლის აღდგენა ძალიან სავარაუდოა“.

მიუხედავად ამისა, მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები კვლავ არსებობს. მსოფლიოში კაკაოს უმსხვილესი მწარმოებლის, კოტ-დ’ივუარის საექსპორტო პორტებში კაკაოს გადაზიდვები ოქტომბრის დასაწყისიდან გასული წლის ტემპს დაახლოებით 25%-ით ჩამორჩება. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ქვეყანაში ბოლო დროს წვიმების შედეგად გზების დაზიანებით, იუწყება Bloomberg.

წყარო: interfax