იაპონია ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს.

„კერძოდ, ჩვენ მზარდად შეშფოთებულები ვართ 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებით, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე, სადაც დემონსტრანტები და უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მრავალი დაშავებული და დაკავებული მოჰყვა.

იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავებულობა სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და [იაპონია] იმედოვნებს, რომ ის [მთავრობა] კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს, რათა მოიპოვოს თავისი ხალხის გაგება და  [იმედოვნებს] რომ სიტუაცია მალე დაწყნარდება," წერია განცხადებაში.

europetime