საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო სეზონში, B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია განთესილი – ამის შესახებ ინფორმაციას Football Meets Data ავრცელებს.

ერთა ლიგის 2026 წლის ჯგუფური ეტაპის შედეგები და სატურნირო ცხრილი განსაზღვრავს, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათებს.

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას, პირველ კალათაში იქნებიან ერთა ლიგის A დივიზიონის ის გუნდები, რომლებიც 1-3 ადგილებს დაიკავებენ. მეორე კალათაში A დივიზიონის მეოთხე და B დივიზიონის პირველ-მეორე ადგილოსნები მოხვდებიან.

მესამე კალათში B დივიზიონის ჯგუფების 3-4 ადგილოსნები და C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები. რაც შეეხება მეოთხე კალათას, ის დაკომპლქტდება C დივიზიონის 2-4 ადგილოსანი ნაკრებებისგან, ხოლო მეხუთე კალათაში – D დივიზიონის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია სლოვენიასთან, ირლანდიასა და რუმინეთთან ერთად – ეს გუნდები წილისყრისას ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თუ ვერ გავლენ, ევრო 2028-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდან ექნებათ.

ერთა ლიგა 2026-27. B ლიგა

I კალათა

შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.

II კალათა

შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.

III კალათა

სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.

IV კალათა

შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.

1tv.ge