Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება. 17 ივნისს, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 75 დოლარზე მცირედით მეტი შეადგინა.
Trading Economics-ის მონაცემებით, ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 75.3 დოლარი იყო.
ამასთან, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 78.3 დოლარს შეადგენდა.
საერთო ჯამში, წინა სამუშაო დღესთან შედარებით, ნავთობის ფასები დაახლოებით ერთი დოლარით შემცირდა.
ცნობისთვის, 15 ივნისის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.