IdeaWorksCompany–ს ყოველწლიური ანგარიშის – 2026 SeatMaps.com Yearbook of Ancillary Revenue–ის თანახმად, 2025 წელს ავიაკომპანიების შემოსავალი დაკავშირებული მომსახურებიდან თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მათი საერთო შემოსავალი. მსოფლიოს 63 უმსხვილესი ავიაკომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაშინ როცა ავიაკომპანიების საერთო შემოსავალი 2025 წელს 7.2%-ით გაიზარდა, დამხმარე მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 13.4%-ით მოიმატა.
ძირითადი ზრდა განპირობებული იყო ფასიანი ადგილების შერჩევით და ბრენდირებული (გაყოფილი) ტარიფების შეთავაზებით, რომელშიც ძირითადი ბილეთი მოიცავს მინიმალურ ვარიანტებს. შესწავლილი 63 ავიაკომპანიიდან ოცდაათმა წლიურად დამხმარე მომსახურებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა (2024 წელს ასეთი 27 გადამზიდავი იყო).
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე