ევროპამ შეიძინა ყველაზე მძლავრი, Exascale კლასის სუპერ კომპიუტერი, რომელსაც წამში ერთი კვანტილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კომპიუტერი მეტეოროლოგებს დაეხმარება წყალდიდობისა და შტორმის ზუსტი პროგნოზების გაკეთებაში, ხოლო ფიზიკოსებსა და ექიმებს ჩაატარონ კვლევები, რომლებიც აქამდე შეუძლებელი იყო გამოთვლითი მონაცემების ნაკლებობის გამო და შექმნან ახალი, ეფექტური პრეპარატები.
კომპიუტერმა სახელად მიიღო JUPITER.
მისი სიმძლავრე დაახლოებით 10 მილიონი ჩვეულებრივი ლეპტოპის ეკვივალენტურია. JUPITER-ის გამოშვებამდე მსოფლიოში მხოლოდ სამი ასეთი მოწყობილობა არსებობდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ JUPITER–ის სიმძლავრე ევროპულ მეცნიერებაში რევოლუციას მოახდენს.
მკვლევრებს შეეძლებათ კლიმატისა და ამინდის პროგნოზების კილომეტრის დონის სიზუსტით მოდელირება. ეს შესაძლებელს გახდის ისეთი ექსტრემალური მოვლენების, როგორიცაა წყალდიდობები, შტორმები და სიცხის ტალღები, მაღალი სიზუსტით პროგნოზირებას, რომლებმაც შეიძლება ხანძრები გამოიწვიოს.
სამეცნიერო კვლევის გარდა, JUPITER ასევე იქნება ევროპაში ხელოვნური ინტელექტის შემდეგი თაობის საფუძველი.
ეს მძლავრი მოწყობილობა, ტრადიციული მაღალი ხარისხის მანქანებისგან განსხვავებით, სრულიად „მწვანეა“. სისტემა მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობს, იყენებს გაგრილების და ენერგიის გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგიებს.