გერმანიაში მოსახლეობის 35%-ს მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ნათქვამია ტელეკომპანია ZDF-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „პოლიტბარომეტრში“. გამოკითხვა 8-დან 10 აპრილამდე ჩატარდა 2455 ადამიანში.
გამოკითხულთა კიდევ 19% ეკონომიკის გაუარესებას პროგნოზირებს, 44% კი მიიჩნევს, რომ ახალი მმართველი კოალიციის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვლება.