გერმანიის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, კალენდარული და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა და 139.3 მილიარდ ევროს მიაღწია, – ინფორმაცია Destatis–მა გაავრცელა.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია; წინა რეკორდი 2022 წლის სექტემბერში დამყარდა (139.1 მილიარდი ევრო).

იმპორტის მოცულობა 4.4%-ით გაიზარდა და 123.9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გერმანიის ექსპორტი ევროკავშირში მაისთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა. ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადაზიდვები 0.3%-ით გაიზარდა. აშშ-ში ექსპორტი 14.2%-ით, ჩინეთში 0.3%-ით, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 7.7%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე