გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, კატერინა რაიხეს ინფორმაციით, გერმანია მომდევნო წლებში უკრაინისთვის ყოველწლიურად €9 მილიარდ ევროს გამოყოფას გეგმავს.
„Patriot“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე გზაშია! ვიმედოვნებთ, რომ გერმანულ და უკრაინული შეიარაღების მწარმოებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდება”, - ამბობს რაიხე.
გერმანია მალე გაზრდის ინვესტიციებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენაში რუსეთის თავდასხმების შემდეგ 450 მილიონ ევრომდე.
„ჩვენ გავაგრძელებთ შენატანების შეგროვებას უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში. გერმანიამ უკვე გამოყო 390 მილიონი ევრო, ზაფხულში შეთანხმდნენ 30 მილიონ ევროზე და დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ დამატებით 30 მილიონ ევროს ჩავდებთ“, - თქვა რაიხემ.
მისი თქმით, გერმანია გეგმავს სულ 450 მილიონი ევროს გამოყოფას.
„ეს იქნება კარგად ინვესტირებული თანხები და ისინი უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის მთელი ფონდის თითქმის მესამედს შეადგენს. ეს თანხა საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა უკრაინის გადასარჩენად“, - დასძინა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, სვიტლანა ჰრინჩუკის თქმით, დახმარების ფონდი ამჟამად 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას 60 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
ადრე გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბეილმა განაცხადა, რომ გერმანია ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და დეტალებს კიევი განსაზღვრავს.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინას მომდევნო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.