გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მონაცემთა დამუშავების საკუთარ შესაძლებლობებს გააორმაგებს, რაც მათ ამერიკული და ჩინური მონაცემთა ცენტრებისგან დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
მერცმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინ მსგავსი მიზნის მიღწევა წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუმცა ახლა ქვეყანაში მილიარდობით ევროს ინვესტიციით უკვე არაერთი მონაცემთა ცენტრი შეიქმნა.
„ორი წლის წინ ვერ დავიჯერებდი, რომ დღეს შევძლებდი მეთქვა – დარწმუნებული ვარ, გერმანიას საკუთარი გამოთვლითი სიმძლავრეებით ამერიკული და ჩინური მონაცემთა ცენტრებისგან დამოუკიდებელს გავხდით“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, გამოთვლითი სიმძლავრეები მომავლის ინდუსტრიის საფუძველია, ხოლო ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი წინაპირობა.