გასაჯაროვდა "მსურველთა კოალიციის" მიერ შემუშავებული ახალი, 5 პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის წლის ბოლომდე.

ენერგეტიკა: მოკავშირეები იმუშავებენ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის გლობალური ბაზრებიდან სრულად ამოღებაზე.

ფინანსები: იგეგმება მილიარდობით ევროს ღირებულების რუსული აქტივების განბლოკვა, რათა სამხედრო-ფინანსური დახმარება გაეწიოს უკრაინას.

ზეწოლა კრემლზე: უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის შორსმსროლელი რაკეტების მიწოდება.

უსაფრთხოება: უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, მათ შორის უკრაინაში მრავალეროვნული ძალების შექმნაზე. 

შეიარაღების მიწოდება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე არის დაანონსებული.