აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, საბაზისო სასესხო განაკვეთი 4.25%-დან 4.5%-მდე დიაპაზონში იქნება.

FED-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო ცვლილებებს და ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების შედეგებს ელოდება, შესაბამისად განაკვეთის შემცირებისგან თავი შეიკავა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპის არასტაბილური სავაჭრო ომი, ფასების ზრდას და საბოლოოდ უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.