ბასების ოჯახის 46-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს ახალი მფლობელი ეყოლება.

ჯინი ბასმა საკონტროლო წილი TWG Global-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ უოლტერს მიჰყიდა. უოლტერსი ლოს ანჯელეს დოჯერსის (MLB), ლოს ანჯელეს სპარკსის (WNBA), საფეხბურთი კლუბ "ჩელსისა" და "კადილაკის" ფორმულა 1-ის გუნდის წილებსაც ფლობს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, "ლეიკერსის" პრეზიდენტი კვლავ ჯინი ბასი იქნება.

ESPN-ის ცნობით, ამ გარიგებამ "ანგელოზების" სუპერვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და ლუკა დონჩიჩი ძალიან გაახარა, რადგან თვლიან, რომ უოლტერსი ფრენჩაიზს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ამერიკელმა მილიარდერმა ლეიკერსის 66%-იანი წილი 10 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 1979 წელს ჯერი ბასმა ფრენშაიზი ჯეკ კენტ კუკისგან 67,5 მილიონ დოლარად იყიდა (დაახლოებით 292 მილიონი დღევანდელი მონაცემებით). ბასების ოჯახის მფლობელობის პერიოდში ლოს ანჯელესურმა გუნდმა NBA-ის მოგება 10-ჯერ შეძლო.

1979 წელს, ჯერი ბასმა "ლეიკერსი" 67.5 მილიონ დოლარად შეიძინა, ჯერის გარდაცვალების შემდეგ კი გუნდს მისი ქალიშვილი, ჯინი ბასი მართავს.

ცნობისთვის, ეს გარიგება სპორტის ისტორიაში სარეკორდოა, მეორე ადგილს "ბოსტონ სელტიკსი" იკავებს, რომელიც წელს 6 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

sportall.ge