„თურქეთის ავიახაზები“ 11 მარტიდან სომხეთის დედაქალაქ ერევანში ავიარეისებს დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სააქციო საზოგადოება „სომხეთის საერთაშორისო აეროპორტებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის რეისები ყოველდღიურად შესრულდება,
14 მაისიდან აღნიშნული ავიარეისების სიხშირე კვირაში 10-მდე, 15 ივნისიდან კვირაში 14-მდე გაიზრდება.
Ipn.ge