ოკუპირებული ენერგოდარის მცხოვრებლებმა ქალაქი უნდა დატოვონ, რადგან ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება შეიძლება "ნებისმიერ მომენტში გავიდეს კონტროლიდან და გახდეს კრიტიკული."

ეს განცხადება ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ ივან სამოიდიუკმა პროექტ "აზოვის ზღვის ამბებთან" გააკეთა.

მათ, ვისაც ქალაქიდან წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, მან ურჩია მოამზადონ დოკუმენტები, გადარჩენისთვის საჭირო ნივთები, ასევე, საწვავით შევსებული მანქანები ან სხვა ტრანსპორტი.

ზაპორიჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ განაცხადა, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კახოვკას ჰესის აფეთქების გამო ვითარება სტაბილურია.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურის განადგურებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე, სიტუაცია იქ სტაბილური იქნება მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში.

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი უკრაინაზე რუსეთის ინტერვენციის პირველივე კვირებიდან ოკუპირებულია.

realpolitika.ge