ამერიკული Eli Lilly, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში უდიდესი ფარმაცევტული კომპანია, ბრიტანულ „ძილ-ღვიძილის ციკლის“ წამლების მწარმოებელ Centessa Pharmaceuticals Plc-ს 7.8 მილიარდ დოლარამდე ღირებულების გარიგებით ყიდულობს.
Eli Lilly–მ განაცხადა, რომ კომპანიებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც Eli Lilly, Centessa–ს თითო აქციას 38 დოლარად, ანუ ჯამში დაახლოებით 6.3 მილიარდ დოლარად შეიძენს.
გამყიდველს ასევე აქვს უფლება მიიღოს დამატებითი ანაზღაურება თითო აქციაზე 9 აშშ დოლარის ოდენობით (სულ დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი), თუ კომპანია მიაღწევს გარკვეულ შესრულების მიზნებს. შეთანხმებული საერთო ფასი წარმოადგენს 70%-იან პრემიას Centessa-ს აქციების 30 მარტს დახურვის ფასთან შედარებით.