ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet 2027 წელს თავის თვითმფრინავებში Wi-Fi-ს დანერგავს. სერვისის მიმწოდებელი იქნება ამერიკული კომპანია SpaceX-ის Starlink–ი. 

გადამზიდავი პირობას დებს, რომ კავშირის სიჩქარე ინტერნეტით ჩვეულებრივ სარგებლობის საშუალებას მისცემს — ვიდეოების ყურება და ბმულების გახსნა. EasyJet-ი ახალი აღჭურვილობის დამონტაჟებას 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს და 2028 წლის დასაწყისში დაასრულებს. Wi-Fi ხელმისაწვდომი იქნება Airbus A320, A320neo და A321neo თვითმფრინავებზე, რომლებიც EasyJet-ის ფლოტის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.

ვრცლად 34travel.me – ზე