მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, ეს ინფორმაცია კანანასკისში სამიტის დაწყებამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი გეგმავს, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ორმხირვი მოლაპარაკებების გასამართად“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ხვალ, 17 ივნისს უნდა ჩავიდეს.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან.
ცნობისთვის, ტრამპი და ზელენსკი ბოლოს პირისპირ აპრილის ბოლოს, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვედნენ ერთმანეთს.