The Guardian-ის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოდან პლასტმასის ნარჩენების განვითარებად ქვეყნებში ექსპორტი 2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84%-ით გაიზარდა.
ექსპორტის ზრდას, ძირითადად მალაიზიასა და ინდონეზიაში, ანალიტიკოსების ნაწილი არ იწონებს.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს ევროკავშირმა გადაწყვიტა, აეკრძალა ნარჩენების ექსპორტი ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც OECD-ის მიღმა არიან დარჩენილი. აკრძალვა ძალაში 2026 წლის ნოემბერში შედის და მხოლოდ 2.5 წელს იმოქმედებს, თუმცა, გაერთიანებულ სამეფოს კი მსგავსი შეზღუდვა საერთოდ არ აქვს, თუმცა, გარემოსდაცვითი აქტივისტები მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, რომელიც პლასტმასის ნარჩენების ექსპორტიორ სამ უმსხვილეს ქვეყანას შორისაა ( წელიწადში დაახლოებით 600 000 ტონით), მიბაძოს ევროკავშირის მაგალითს და აკრძალოს ექსპორტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში. ამასთან, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს საფასო პოლიტიკა, რომელიც ნარჩენეის ექსპორტს უფრო იაფს ხდის, ვიდრე მის ქვეყანაშივე გადამუშავებას.
პლასტმასის დაბინძურების მოწინააღმდეგე კამპანიური დაჯგუფება The Last Beach Cleanup-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში გაერთიანებული სამეფოდან ინდონეზიაში 24 ათასი ტონა პლასტმასის ნარჩენი გაიზარდა, როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 525 ტონა იყო; მალაიზიაში კი ექსპორტი 18 872 ტონიდან 28 667 ტონამდე გაიზარდა. ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, ბრიტანეთიდან პლასტმასის ნარჩენების სრულ ექსპორტში არა-OECD-ის ქვეყნების წილი 20%-ია, როცა 2024 წელს 11% - იყო.
პლასტმასის გადამუშავების ინდუსტრია, რომლის ღირებულებაც შესაძლოა 2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იყოს და 5000 სამუშაო ადგილი შექმნას, დიდ ბრიტანეთში კვდება, რადგან მთავრობა ვერ ახერხებს იმ ხვრელის დახურვას, რომელიც ყოველწლიურად 600 000 ტონა პლასტმასის ნარჩენების ექსპორტს იძლევა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში 21 პლასტმასის გადამუშავებისა და გადამუშავების ქარხანა დაიხურა ექსპორტის მასშტაბის, პირველადი პლასტმასის იაფი ფასისა და აზიიდან იაფი პლასტმასის შემოდინების გამო.