25-დან 29 მარტის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).

პირველ დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.

მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:

25 მარტი

14:30 | ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;

21:45 | სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა.

26  მარტი

14:30 | მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;

21:15 | სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა.

27 მარტი

14:30 | სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;

21:00 | ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა.

28  მარტი

15:30 | მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;

21:30 | სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი.

29 მარტი

16:30 | საჩვენებელი პროგრამა.

წყარო: პირველი არხი