აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ავრცელებენ.

„მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის დღეს მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას. ახლა მიზანი ომის სწრაფი და მდგრადი დასრულების მიზნით შეთანხმება უნდა იყოს. ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვისკენ მოუწოდებენ, მათ შორის ლიბანში.

„მხარს ვუჭერთ მტკიცე შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების გზით სწრაფ წინსვლას. აღნიშნულ დიპლომატიურ ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულის შედეგად სერიოზული გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჩვენი მთავრობები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფისთვის თავიანთ წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: ipn.ge